მიწოდება და გადახდა
გადახდა
პროდუქციის გადახდა შეგიძლიათ მხოლოდ ონლაინ უნაღდო მეთოდით. ვიღებთ MasterCard-ს, VISA-ს (ყველა ტიპის) და PayPal-ს. გადახდის დასრულების შემდეგ, თქვენ მიიღებთ დადასტურებას თქვენი ელ.ფოსტის მისამართზე.
მიწოდება
-
თვითგამოტანა
საწყობიდან მისამართზე: ელისბარ მინდელი ქ. 9ბ, თბილისი -
კურიერი
თბილისის მასშტაბით უფასოდ. 1-2 სამუშაო დღე -
ფოსტა
გზავნილები იგზავნება საქართველოს ფოსტით. მიწოდება განხორციელდება 3-5 სამუშაო დღეში.
პროდუქციის დაბრუნება/გაცვლა
1. თვითდაბრუნება
თვითდაბრუნების მისამართი: ელიზბარ მინდელი ქ. 9ბ
2. დაბრუნება საკურიერო მომსახურებით
ნივთის დაბრუნება შეგიძლიათ საკურიერო მომსახურებით. ამისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე
3. ფოსტით დაბრუნება
თქვენ შეგიძლიათ დააბრუნოთ პროდუქცია საქართველოს ფოსტით, შეძენიდან 14 დღის განმავლობაში.
დაბრუნების საფოსტო მისამართი: ელისბარ მინდელი ქ. 9ბ
პროდუქტის გაცვლა / დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში, თან ახლავს დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი და მასზე დატანებული ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული/მოხსნილი/დაკარგული
- პროდუქციის გაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მისი მიღებიდან 14 დღის განმავლობაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).
- ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე წინდების, კოლგოტების, თეთრეულის, საცურაო კოსტიუმების, ბოდეების, აქსესუარების, თმის სამაგრების, საყურეების გაცვლა/დაბრუნება არ არის შესაძლებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაყიდულ ნივთი აღმოჩნდება ნაკლიანი!!
- კომპანია ცვლის/იბრუნებს გაყიდულ ნივთს იმ შემთხვევაში, თუ მას აღმოაჩნდება თავდაპირველი ნაკლი;
- თავდაპირველ ნაკლად განიხილება გაყიდული ნივთის ისეთი ნაკლი, რომელიც მას გააჩნდა შეძენამდე და არ არის წარმოშობილი პროდუქტით სარგებლობის შედეგად;
- პლასტიკური ბარათით შეძენილი პროდუქტის დაბრუნებისას თანხა ბარათზე დაგიბრუნდებათ 2-დან 10 სამუშაო დღემდე შუალედში იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა თანხის ჩამოჭრა. თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც დასაბრუნებელ ნივთს მივიღებთ სერვისცენტრში და დადასტურდება მისი სარეალიზაციო მდგომარეობა (დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი, დატანილი ქარხნული იარლიყი, რომელიც არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული და ნივთის იდეალური მდგომარეობა).